ხატისოფლის ბრძოლა
იერსახე
ხატისოფლის ბრძოლა 1584, ბრძოლა ქართლისა და ოსმალეთის ლაშქარს შორის სოფ. ხატისოფელთან (ამჟამად ბოლნისის მუნიციპალიტეტი). ოსმალთა წინააღმდეგ სიმონ I-ის ბრძოლა ერთ-ერთი ეპიზოდი. 1584 ოსმალთა სარდალი ფერჰარდ-ფაშა მრავალრიცხოვანი ჯარით ქართლისაკენ დაიძრა და ხატისოფელთან დაბანაკდა (ფერჰად-ფაშას ლაშქრობანი საქართველოში).
ქართველთა 4 ათასიანი ლაშქარი სიმონ I-ის მეთაურობით მდ. ხრამის ნაპირთან მოულოდნელად დაესხა მტერს და მისი ბანაკი არია, მაგრამ მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან (30 ათასი კაცი) ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო და იძულებული გახდა ბრძოლის ველს გასცლოდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნარსია გ., ქსე, ტ. 11, გვ. 442-443, თბ., 1987